LIVE

Twitter-ს მასკთან გარიგების შეწყვეტა $1 მილიარდი დაუჯდება

28 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
Twitter-ს მასკთან გარიგების შეწყვეტა $1 მილიარდი დაუჯდება

Twitter-ი მასკთან $44 მილიარდიანი გარიგების შეწყვეტის შემთხვევაში $1 მილიარდს გადაიხდის. თუმცა, თუ გარიგებას მასკი დაასრულებს, მასაც იმავეს გადახდა მოუწევს.

Tesla-ს დირექტორს იმ შემთხვევაში მოუწევს გადახდა, თუ ის შესყიდვისთვის საჭირო თანხების მიწოდებას ვერ შეძლებს. ასევე, სოციალური მედიის კომპანიას შესაძლოა დაეკისროს $1 მილიარდის გადახდა, თუ კონკურენტ შეთავაზებას მიიღებს ან აქციონერებს მასკის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისგან მოუწოდებს. გარიგების შეწყვეტის გადასახადის შესახებ ცნობილი აშშ-ს "ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის" დოკუმენტიდან გახდა ცნობილი.

მილიარდერი მეწარმე 16 წლის სოციალურ ქსელს აქციაზე $54.20-ად კერძო კომპანიად გადააქცევს. მას მზად აქვს დაფინანსება Morgan Stanley-ისგან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან, მათ შორის სესხები, რომლებიც მხარდაჭერილია მისი წილით Tesla-ში და $21 მილიარდი კაპიტალის დაფინანსების სახით, რომელსაც თავად მასკი უზრუნველყოფს.

მასკის შეთავაზება 1 აპრილს აქციების დახურვის ფასზე 38%-ით მეტია. ეს ბოლო სამუშაო დღე იყო, სანამ მასკის მიერ კომპანიის წილის შესყიდვა გამოცხადდებოდა. Twitter-ი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი მილიარდერის მიერ დაფინანსების მობილიზების შესაძლებლობის მიმართ, ამიტომ კომპანიამ შესყიდვის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.

თუმცა, დაახლოებით ორ კვირაში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა დაფინანსების მობილიზება შეძლო, რის შემდეგაც სოციალური მედიის კომპანია მის ორიგინალურ შეთავაზებას დათანხმდა. ახლა, როცა გარიგება ორივე მხარისთვის მისაღები გახდა, მტრული გადაბარების მოწინააღმდეგე კაპიტალის ფირმები შესაძლოა მასკს დაფინანსების მისი ნაწილის დაფარვაშიც დაეხმარონ. ასევე, არსებულმა აქციონერებმა შესაძლოა მათი წილის კერძო კომპანიაში გადატანა გადაწყვიტონ. ამ განვითარების მიხედვით, მასკს სოციალური ქსელის გადაბარებაზე საკუთარი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის დახარჯვა მოუწევს.

როდესაც გარიგება დასრულდება, სოციალური ქსელი კერძო კომპანია გახდება და მთლიანად მასკის მფლობელობაში გადავა. გაყიდვის გარიგება, რომელიც კომპანიის ბორდმა ანონიმურად მიიღო, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დასრულდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი