LIVE

მასკი Twitter-ს $44 მილიარდად იყიდის

25 აპრ 202223:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 898
მასკი Twitter-ს $44 მილიარდად იყიდის

ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც 16 წლის სოციალურ ქსელს კერძო კომპანიად აქცევს. პლატფორმა ბოლო დროს საჯარო დისკურსის ცენტრი გახდა და სიტყვის თავისუფლების შესახებ დებატები გამოიწვია.

განცხადების თანახმად, ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებენ. ფასი 38%-ით მეტია, ვიდრე 1 აპრილის ბაზრის დახურვის ფასი, სანამ მასკი კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადებდა.

მასკმა ცოტა ხნით ადრე ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს მისი "ყველაზე უარესი კრიტიკოსები" Twitter-ზე დარჩებიან. მისი თქმით, სწორედ ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას.

კომპანიის აქციებით ვაჭრობა ჯერჯერობით შეჩერებულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია