LIVE

Twitter-ი ილონ მასკის მფლობელობის თავიდან ასაცილებლად ზომებს იღებს

16 აპრ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
Twitter-ი ილონ მასკის მფლობელობის თავიდან ასაცილებლად ზომებს იღებს
Al Drago/Bloomberg

Twitter-მა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც დაიცავს მას არასასურველი მფლობელობის ტენდენციებისაგან, ეცდება ჩაშალოს მილიარდერ ილონ მასკის არასასურველი წინადადება, რომ კომპანია კერძო საკუთრებაში გადაეცეს და სურს სიტყვის თავისუფლების დასაყრდენად იქცეს.

დირექტორთა საბჭომ შეიმუშავა აქციონერთა უფლებების გეგმა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეიძენს აქციების 15%-ს წინასწარი თანხმობის გარეშე და მოქმედებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. 

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, Twitter-მა გეგმა დროის მოსაგებად მიიღო. საბჭოს სურს შეძლოს ნებისმიერი გარიგების ანალიზი და განხილვა.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი თითო აქციაზე ნაღდი ფულით $54.20-ს გადაიხდის, რაც $43 მილიარდიან საერთო ღირებულებას შეადგენს.

მასკმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო მისი “საუკეთესო და ბოლო” შეთავაზება, მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე დააგროვა Twitter-ის აქციების 9%-ზე მეტი.

მასკის შეთავაზების გარდა, Twitter-ის მიმართ ინტერესი ჩნდება სხვა მხარეებისგან, მათ შორის Thoma Bravo-სგან, იტყობინება Bloomberg. Twitter-ს კონსულტაციებს უტარებენ Goldman Sachs-ი და JPMorgan-ი.

მასკმა არ ისაუბრა კომპანიის ახალ გეგმაზე, მაგრამ მადლობა გადაუხადა 73%-ს, რომლებმაც ონლაინ გამოკითხვაში მხარი დაუჭირეს მის მფლობელობას.

ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ის კომპანიის ბორდს აღარ შეუერთდება. განვითარება მოულოდნელი იყო 1-კვირიან საგაში, რომელმაც ტექნოლოგიური საზოგადოება მოიცვა და კომპანიის მომავლის შესახებ განახლებული სპეკულაციები გამოიწვია.

მასკის მიერ გადაწყვეტილების შეცვლამ სპეკულაციები გამოიწვია მისი მიზნების შესახებ Twitter-თან დაკავშირებით. ის კომპანიის 9%-ს ფლობს და მისი უმსხვილესი აქციონერია. თუმცა, თუ მასკი ბორდს არ შეუერთდება, მას აღარ ექნება ვალდებულება მისი წილი კომპანიაში 14.9%-ზე დაბლა შეინარჩუნოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ფრეიერი