LIVE

ADB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

23 სექ 202612:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 28
ADB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა, რაც წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა. თუმცა, ADB-მა ასევე გაზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე, რადგან გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებამ, ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა გააძლიერა.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. 

„რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესებისა და საგარეო გაურკვევლობების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. ეკონომიკურ ზრდაში კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების სექტორს, ხოლო მოთხოვნის მხარეს, მოხმარებასა და ექსპორტს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა და დასძინა, რომ რეგიონული და გარე ფაქტორების ზეწოლის ფონზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მწარმოებლურობის ზრდა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.