LIVE

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

24 სექ 202612:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 23
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 და 2027 წლისთვის ნახევარი პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა და ვარაუდობს, რომ წელს ეკონომიკა 6.5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს - 5.5 პროცენტით. ივნისის განახლებაში პროგნოზი 6 და 5 პროცენტი იყო, შესაბამისად.

ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ნეგატიურად აისახა, თუმცა სომხეთი და საქართველო ამ სიტუაციაში ზრდას ინარჩუნებენ, თუმცა ინფლაცია მზარდია და ცენტრალური ბანკების სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს. სომხეთისთვის, ამის ძირითადი მიზეზი რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვებია.

საქართველოსთვის ნავარაუდევ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ნეგატიურ რისკებს შორის EBRD ევროკავშირთან დაძაბულ ურთიერთობას და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ენერგომატარებლების ფასზე შემდგომ ასახვას გამოყოფს.

მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის ზრდა EBRD-ის პროგნოზით წელს 2.5 პროცენტი იქნება, ხოლო მომავალ წელს 3.1 პროცენტამდე დაჩქარდება.