LIVE

საქართველოში ავტომობილების 83% ათ წელზე მეტი ასაკისაა

18 ივნ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1375
საქართველოში ავტომობილების 83% ათ წელზე მეტი ასაკისაა

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილების ძირითადი ნაწილი (82.9%) 10 წელზე მეტი ასაკისაა. მას მოსდევს 5-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, რომლებსაც ავტოპარკში 12.8%-იანი წილი უჭირავს. 2 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილები კი მხოლოდ 1.53%-ია.

საქსტატის თანახმად, 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების უდიდესი ნაწილი თბილისშია რეგისტრირებული (393 ათასი), მას მოსდევს იმერეთი (185.5 ათასი) და ქვემო ქართლი (141.3 ათასი).  

საქართველოში სულ 1.563 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან 1.333 მსუბუქი ავტომობილია, 111 ათასი სატვირთო, 54 ათასი სამგზავრო (ავტობუსები და მიკროავტობუსები), 64.6 ათასი კი სპეციალური დანიშნულების მანქანაა. 

ყველაზე მეტი - 529 ათასი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული, მას 209 ათასით იმერეთი და 161 ათასით ქვემო ქართლი მოსდევს.

მთავრობა საქართველოში მომავალი წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ზღუდავს. 

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, გადაწყვეტილების მიზანი ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაა.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების აკრძალვა იმპორტირებულ მანქანებს გააძვირებს. შესაბამისად, ავტომობილის ფლობას მოქალაქეების მცირე ნაწილი შეძლებს, რაც თავის მხრივ, სატრანსპორტო სფეროში დეფიციტს გამოიწვევს.