LIVE

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტი შეიზღუდება

12 ივნ 202314:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 970
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტი შეიზღუდება

მთავრობა საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს ზღუდავს.  

როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილების მიზანი ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრაა.

„დღეს ერთ-ერთი გამოწვევა, რაც დარჩა ჰაერის დაბინძურებაა, ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილებაა, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევიდეს, ხოლო ავტობუსებისთვის და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა. აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება არ შეეხება საქართველოში უკვე არსებულ, ასევე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომობილებს.