LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

02 დეკ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.4% შეადგინა.

ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:

  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ზრდა 101%;
  • სანოტარო გადასახდელი - 96%;
  • სიმინდის ფქვილი - 83%;
  • ასლის გადაღება - 63%;
  • სარეცხი საპონი - 43%;
  • ნამცხვარი - 40%;
  • კარტოფილი - 39%;
  • შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 39%;
  • ვაფლი კრემით - 38%;
  • ხახვი - 38%.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • ქალის ქვედაკაბა - კლება 26%;
  • ქლიავი - 26%;
  • კომპიუტერი - 22%;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 21%;
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 19%;
  • ყურძენი -19%;
  • ტელევიზორი - 17%;
  • თერმომეტრი - 17%;
  • ახალი მსუბუქი ავტომობილი - 14%;
  • მამაკაცის შარვალი - 14%.