LIVE

სატელიტმა Nord Stream-ის გაჟონვის შედეგად წარმოქმნილი მეთანის კვალი დააფიქსირა

30 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
სატელიტმა Nord Stream-ის გაჟონვის შედეგად წარმოქმნილი მეთანის კვალი დააფიქსირა

სატელიტურმა ანალიზმა ბალტიის ზღვაში Nord Stream მილსადენებზე ბოლოდროინდელი რღვევის შედეგად გაჟონილი მეთანის კვალი დააფიქსირა და ამის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.  

გაეროს მეთანის ემისიის საერთაშორისო ობსერვატორიამ Twitter-ზე დაწერა, რომ Universitat Politècnica de València-ს მკვლევრებთან ერთად ჩატარებულმა ანალიზმა მეთანის კვალი აღმოაჩინა.  

მკვლევრები ჯერ ვერ ასახელებენ რა მოცულობის მეთანმა გამოჟონა Nord Stream-იდან. მათი განცხადებით, ბუშტუკების ვიზუალური რადიუსი 26 სექტემბერს 700 მეტრს შეადგენდა, 26 სექტემბერს კი 520 მეტრამდე შემცირდა.

მეცნიერები მიუთითებენ, რომ გაჟონილი მეთანის მოცულობა არსებითად აღემატება იმ ოდენობას, რომელიც შარშან მექსიკის ყურეში დაფიქსირდა და უდიდეს გამოფრქვევად იყო მიჩნეული. მაშინ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურიდან 40 000 ტონა მეთანი გამოვიდა. 

ოფიციალურმა პირებმა Nord Stream-ის ორ მილსადენზე სულ ოთხი რღვევა აღმოაჩინეს. რამდენიმე ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ აფეთქებები განზრახ არის გამოწვეული და დივერსიული აქტია.

მეთანი, რომელიც ბუნებრივი აირის უდიდესი კომპონენტია, ძლიერი სათბურის გაზია, რომელიც 80-ჯერ აღემატება ნახშირორჟანგის დათბობის პოტენციალს. დანიაში ვარაუდობენ, რომ მილები კვირამდე დაიცლება.  

გაჟონვის მომენტში მილსადენები გამორთული იყო, მაგრამ შემთხვევის შემდეგ, გაქრა ყოველგვარი იმედი, რომ კრემლმა შესაძლოა, მიწოდება განაახლოს.  

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას გასული თვეების განმავლობაში უმცირებდა. ევროპელი ლიდერების განცხადებით, ის ენერგორესურსებს იარაღად იყენებს და მის ქმედებას მარაგების შევსებითა და ალტერნატიული წყაროების მოძიებით პასუხობს.  

ბლოკი ომამდე რუსეთიდან, მილსადენის მეშვეობით, გაზის დაახლოებით 40%-ს იღებდა, ეს მაჩვენებელი ახლა დაახლოებით 9%-ს შეადგენს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენ მურტოუ