LIVE

გერმანია ეჭვობს, რომ Nord Stream-ის დაზიანება დივერსიაა

27 სექ 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
გერმანია ეჭვობს, რომ Nord Stream-ის დაზიანება დივერსიაა

გერმანია ეჭვობს, რომ Nord Stream მილსადენის სისტემის დაზიანება,  დივერსიის შედეგი იყო.

გერმანიის უშიშროების ჩინოვნიკის თქმით, მტკიცებულებები ძალადობრივ აქტზე მიუთითებს და არა ტექნიკურ დაზიანებაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, Bloomberg განცხადების ავტორს არ ასახელებს. 

"ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს დამთხვევებია. დივერსიას ვერ გამოვრიცხავთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა. 

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ გამოძიების შედეგებამდე დივერსიაზე სპეკულირება "ნაადრევია".

გუშინდელი შემთხვევები მიანიშნებს, რომ ევროპა რუსეთისგან ზამთარში გაზის მნიშვნელოვან მოცულობას ვერ მიიღებს.

გაზსადენის ოპერატორის განცხადებით, ოპერაციების განახლების თარიღის პროგნოზირება შეუძლებელია.

"Nord Stream-ის მილსადენის სისტემის სამ ხაზზე ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ნგრევა უპრეცედენტოა. ახლა შეუძლებელია გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადის დადგენა", - აცხადებს Nord Stream-ის ოპერატორი.

გუშინ დანიის ენერგეტიკისა და კლიმატის სამინისტრომ ბალტიის ზღვაში Nord Stream-დან, ასევე Nord Stream 2-დან გაზის გაჟონვა დააფიქსირა. შვედეთის სანაპირო დაცვის განაცხადებით, გაჟონვა იმდენად დიდი იყო, რომ მიმდებარე გემების რადარებზე დაფიქსირდა.

მილსადენების მიმდებარე ტერიტორიაზე გაზის გაჟონვის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ, დანიის საზღვაო ორგანომ გემებს ურჩია, მოერიდონ ბორნჰოლმის კუნძულის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებს. უსაფრთხოებასთან ერთად, გაზის გაჟონვა წარმოადგენს საფრთხეს ეკოლოგიისთვის. 

"გაზსადენების გაჟონვა ძალზე იშვიათად ხდება და, შესაბამისად, ვზრდით მზადყოფნის დონეს იმ მოვლენების გამო, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვიხილეთ. გვსურს საფუძვლიანად დავაკვირდეთ დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა მომავალში გავაძლიეროთ მიწოდების უსაფრთხოება", - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა კრისტოფერ ბოტზაუვმა. 

გაჟონვის მიზეზების გამოძიებაში დანიასთან და შვედეთთან ერთად, გერმანიის მთავრობაც ჩაერთო. 

"ამ ინციდენტს ვიძიებთ ასევე შესაბამის პირებთან და ფედერალურ ქსელურ სააგენტოსთან ერთად”, - ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გუშინ გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში. 

დაზიანების, გაჟონვისა და "ასაფეთქებელი აირის სიახლოვის" გამო, შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ გემებს Nord Stream 1-სა და Nord Stream 2-ს ხუთი საზღვაო მილის მანძილზე მიახლოება აუკრძალა.

შვედეთის სანაპირო დაცვა ტერიტორიას თვითმფრინავით აკონტროლებს. 

ფინეთის განცხადებით, მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში Nord Stream-ის გაჟონვა არ დაფიქსირებულა.

ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი, ოთხდღიანი ვარდნის შემდეგ, დღეს 12%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი