LIVE

ბრიტანეთი რუსეთს ახალ სავაჭრო სანქციებს უწესებს

23 ივნ 202216:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 516
ბრიტანეთი რუსეთს ახალ სავაჭრო სანქციებს უწესებს
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სავაჭრო სანქციები დააწესაახალი ზომები მოიცავს რუსეთში გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას. ამასთან, იკრძალება ფუნტ სტერლინგში ან ევროში დენომინირებული ბანკნოტების ექსპორტიც.

სანქციები ასევე ეხება რკინისა და ფოლადის იმპორტთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, ფინანსური მომსახურების, სახსრებისა და შუამავლების ახალ აკრძალვებს.

რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის დამატებით ჩამონათვალში შედის:

  • ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული საქონელი და ტექნოლოგიები;
  • საზღვაო საქონელი და ტექნოლოგიები;
  • ნავთობის გადამუშავების დამატებითი პროდუქტები და ტექნოლოგიები;
  • დამატებითი ძირითადი ინდუსტრიის პროდუქტები და ტექნოლოგიები;

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი აამოქმედა. სადამსჯელო ზომები შეეხოთ რუს ოლიგარქებს, ვლადიმერ პუტინს, სერგეი ლავროვს, პატრიარქ კირილს, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებსა და დუმის დეპუტატებს.

სანქცირებულები არიან დონეცკისა და ლიგანსკის სეპარატისტები, კომპანიები, მათ შორის Alfa Bank-ი და Gazprombank-ი, სახელმწიფო გადაზიდვის კომპანია Sovcomflot-ი, კერძო სამხედრო კონტრაქტორი Wagner Group-ი და Alrosa.