LIVE

ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

16 ივნ 202215:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1143
ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დააწესა. სანქციები შეეხება რუსეთის პატრიარქ კირილს, რომელსაც ბრალად “რუსული აგრესიის აქტიური მხარდაჭერა” ედებაპატრიარქ კირილს საერთაშორისო სანქციები პირველად შეეხო. 

სანქცირებულთა შორისაა რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელსაც “უკრაინელი ბავშვების იძულებით გადასახლებაში” ადანაშაულებენ.

სანქციები დაუწესდათ მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატ სერგეი სავოსტიანოვს, რომელიც “პუტინის პოლიტიკური ელიტის წევრად” ითვლება და მხარს უჭერს უკრაინაში სამხედრო ოპერაციას. ასევე, ალექსეი ისაიკინს, "ვოლგა-დნეპრის" კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს წევრს. კომპანიამ, ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, “ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის მთავრობასთან კრიტიკული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის”. 

სანქცირებულია ოთხი პოლკოვნიკი 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადიდან, რომელიც “ცნობილია ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით, გაუპატიურებით და წამებით”.

ახალი შეზღუდვები ეხებათ “მშვიდობისა და წესრიგის გადარჩენის კომიტეტის” წევრებს. ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, “ორგანიზაცია თანამშრომლობს რუსეთის ჯართან ხერსონის ოლქის ოკუპაციის მხარდასაჭერად”.