LIVE

ბრიტანეთმა სანქციები კიდევ რამდენიმე რუს ოლიგარქს დაუწესა

13 აპრ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 657
ბრიტანეთმა სანქციები კიდევ რამდენიმე რუს ოლიგარქს დაუწესა
Bloomberg

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების სიაში 206 ადამიანი დაამატა, მათ შორის რუსი მილიარდერები ვაგიტ ალეკპეროვი და ვლადიმერ ევტუშენკოვი.

სანქციები ასევე შეეხებათ პრორუს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, ექვს ბიზნეს მაგნატს, ოჯახის წევრებსა და მათ ბიზნესთან ასოცირებულ პირებს. 

ასევე, დიდი ბრიტანეთი აკრძალავს რუსული ფოლადისა და რკინის იმპორტსა და გარკვეული ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში.

“გავაგრძელებთ ყველა იმ ადამიანის დევნას, ვინც ეხმარება პუტინს ომში. არ გავჩერდებით, სანამ პუტინის ომის მანქანას არ შევაჩერებთ”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ალეკპეროვი რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია Lukoil-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომლის ღირებულებაც $17,7 მილიარდია. ევტუშენკოვი ხელმძღვანელობს Sistema-ს, ჰოლდინგ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია მობილური კომუნიკაციებით, ელექტრონული კომერციით და სხვა სფეროებით. მისი ქონება $2,2 მილიარდად არის შეფასებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიჩარდ ბრავო