LIVE

ბრიტანეთმა სანქცირებულთა სია გაზარდა - მათ შორისაა პუტინის ყოფილი ცოლი და ბიძაშვილები

13 მაი 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 854
ბრიტანეთმა სანქცირებულთა სია გაზარდა - მათ შორისაა პუტინის ყოფილი ცოლი და ბიძაშვილები
Alexei Nikolsky/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ახალი შეზღუდვები მოიცავს ვლადიმერ პუტინის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებიც, ქვეყნის რწმენით, პუტინს "მდიდრული ცხოვრების წესის" შენარჩუნებაში ეხმარებიან.  

ინდივიდუალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა ოჩერეტნაიას და ასევე, ალინა კაბაევას, ყოფილ ტანმოვარჯიშესა და ეროვნული მედია ჯგუფის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობაშია. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტის ნათესავები: იგორ პუტინი, მიხეილ პუტინი, რომან პუტინი და მიხაილ შელომოვი.

"გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხელს უწყობს პუტინის აგრესიას, იქამდე, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს", -  თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. 

ბორის ჯონსონის მთავრობა სტაბილურად ამკაცრებს შეზღუდვებს რუსეთისა და მისი მდიდარი და გავლენიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ დროისთვის მას ამოქმედებული აქვს სანქციები 1000-ზე მეტი ფიზიკური პირისა და 100 სუბიექტის წინააღმდეგ. 

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ასევე დაამატა ალექსანდრე პლეხოვი და ვიქტორ ხმარინი, რომლებიც პუტინის "მეგობრებად" მიიჩნევიან. ასევე სანქცირებულია მიხაილ კლიშინი, Bank Rossiya-ს აღმასრულებელი დირექტორი, კაბაევას ბებია, ანა ზაცეპლინა, Gelendzhik Seaport-ის გენერალური დირექტორი ვლადიმერ კოლბინი და Gazfond-ის პრეზიდენტი იური შამალოვი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენ მილიგანი