LIVE

იაპონია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

10 მაი 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 953
იაპონია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

უკრაინაში ომის გამო იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს. გაიყინება მეტი ფიზიკური პირის აქტივები და აიკრძალება საქონლის ექსპორტი ზოგიერთ რუსულ ინდუსტრიაში, მათ შორის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში. 

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი უკვე აამოქმედა. ქვეყნის გრძელვადიანი მიზანია “რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შეწყვეტა”. ამ მიზნით, იაპონია დროთა განმავლობაში დაზოგავს ენერგიას, ეცდება ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან გამომუშავებას და მოძებნის ალტერნატიულ მიმწოდებელს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

იაპონიამ ასევე გაყინა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივები.

5 აპრილიდან ტოკიომ რუსეთში ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი აკრძალა, მათ შორის პრემიუმ კლასის ავტომობილებისა და ძვირფასი ქვების.