LIVE

იაპონია რუსეთში ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის, მანქანების ექსპორტს აკრძალავს

29 მარ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
იაპონია რუსეთში ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის, მანქანების ექსპორტს აკრძალავს

5 აპრილიდან იაპონია რუსეთში ძვირადღირებული საქონლის ექსპორტს კრძალავს, მათ შორის პრემიუმ კლასის ავტომობილებისა და ძვირფასი ქვების. ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. 

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაწესდეს აკრძალვა რუსეთში ძვირადღირებული საქონლის, მათ შორის პრემიუმ კლასის მანქანების, ძვირფასი ქვებისა და სამკაულების ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 5 აპრილს შევა”,- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანა გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პირველ რიგში, G7-თან, ანტირუსული სანქციების საკითხზე. 

დეპარტამენტის მიერ შედგენილ სიაში 20-ზე მეტი პროდუქტია. სიაში შედის ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, სუნამოები, კოსმეტიკა, ტყავი და ბეწვის ნაწარმი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდები, ხალიჩები, სამკაულები და კერამიკა, მინის ნაწარმი, მყვინთავის აღჭურვილობა, მანქანები და მოტოციკლები, ლეპტოპები, საათები ძვირფასი ლითონებით, როიალი, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარიატი. 

იაპონიის ექსპორტის მოცულობამ რუსეთში 2021 წელს $6,9 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ნახევარზე მეტი ავტომობილებსა და სათადარიგო ნაწილებზე მოდიოდა. 

იაპონიამ უკრაინაში ომის გამო უკვე დაუწესა სანქციები 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, მათ შორის ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს, ოფიციალური პირებსა და ბიზნესმენებს, ასევე ბანკებსა და სხვა კომპანიებს.