LIVE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოელებს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუკრძალა

28 თებ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1163
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოელებს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუკრძალა

რუსეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ უცხოელებს დროებით აუკრძალავს ფასიანი ქაღალდების გაყიდვას.

კერძოდ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ბროკერებს უბრძანა შეაჩერონ უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების ყველა ბრძანების შესრულება, რომლებსაც სურთ გაყიდონ თავიანთი რუსული ინვესტიციები, როგორიცაა აქციები და ობლიგაციები.

ამასთან, მოსკოვის ბირჟამ განაცხადა, რომ  დაიწყებს ვაჭრობას მხოლოდ ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, რაც ჩვეულებრივ დროზე დაახლოებით სამი საათით გვიანია.

ლიმიტები სანქციების უახლესი რაუნდის შემდეგ რუსეთის მიერ მიღებულ ყველაზე ძლიერ ზომას წარმოადგენს. ეს მას შემდეგ, რაც აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ პოტენციურად დაბლოკონ წვდომა იმ $640 მილიარდზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრემლის საერთაშორისო ბაზრებზე დამოკიდებულების შესამცირებლად შეაგროვა.

Norvik Bank PJSC-ის მიხაილ კოტლოვის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მოსკოვის ბირჟის ტრანზაქციებზე, მაგრამ არ იმუშავებს სხვაგან, მათ შორის ამერიკული სადეპოზიტო სერტიფიკატების ბაზრებზე. 

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ არაერთმა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარს ტოვებს. ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Rosneft-ში 19,75%-იან წილს გაყიდის. რუსეთს ნორვეგიის $1,3 ტრილიონიანი ნავთობის ფონდიც ტოვებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეტი იდაიუ ისმაილი