LIVE

ბრიტანული BP-ი რუსულ Rosneft-ში 20%-იან წილს ყიდის

27 თებ 202221:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 1271
ბრიტანული BP-ი რუსულ Rosneft-ში 20%-იან წილს ყიდის

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Rosneft-ში 19,75%-იან წილს იშორებს.

BP-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლოუნი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობ დადლი ასევე ტოვებენ Rosneft-ის ბორდში თანამდებობებს.

BP-ი რუსეთში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აიძულა კომპანია ჰოლდინგი გადაეფასებინა.

Rosneft-ი BP-ის ნავთობისა და გაზის წარმოების დაახლოებით მესამედზეა პასუხისმგებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემა როუს ტომასი