თბილისში, კახეთის გზატკეცილის №45ა-ში, „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი GEELY Nev Centre Georgia-ს ოფიციალურად გაიხსნა.
კომპანიის განცხადებით, GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნა საქართველოში ბრენდის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც ადგილობრივ ბაზარზე მისი პოზიციების განმტკიცებას გულისხმობს. მეორე მხრივ, ახალი ცენტრი მომხმარებელს თანამედროვე საავტომობილო გამოცდილებას შესთავაზებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება Geely-ს უახლესი მოდელების გაცნობა, ავტომობილების დათვალიერება, ბრენდთან დაკავშრებული სრულყოფილი ინფორმაციის მიღება.
„GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნით „ჩოჩელი ინვესტმენტ ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტში 28 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად გავაფართოოთ საქმიანობა, განვავითაროთ ბრენდი საქართველოს მასშტაბით და განვითარების პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში გავხსნათ ახალი ფილიალი. Geely-სთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმე გვაქვს გლობალურ საავტომობილო ჯგუფთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში, განსაკუთრებით ელექტრო და ჰიბრიდული ტექნოლოგიების მიმართულებით. გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც ახალი ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით“, განაცხადა GEELY Nev Centre Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საბა ჩოჩელმა.

ახალ შოურუმში პირველ ეტაპზე წარმოდგენილია Geely-ს სამი მოდელი:
- EX2 - ურბანული, ელეგანტური და პრაქტიკული ქალაქის ელექტრომობილი, რომელიც ერთჯერადი დამუხტვით 325 კმ-ს გადის.
- EX5 - აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით: ადაპტური კრუიზკონტროლი, რომელიც წინ მოძრავ ავტომობილთან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებას უწყობს ხელს; ავტომატური საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, რომელიც შესაძლო შეჯახების რისკის აღმოჩენისას მძღოლს დამატებით ეხმარება; ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა და ბრმა ზონის მონიტორინგი. ავტომობილი ასევე აღჭურვილია 360-გრადუსიანი კამერითა და 7 უსაფრთხოების ბალიშით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობაა. სწრაფი დამტენით ბატარეის 30%-დან 80%-მდე შევსება დაახლოებით 20 წუთშია შესაძლებელი.
- EX5 EM-I - აღჭურვილია თანამედროვე plug-in hybrid ტექნოლოგიით, რომელიც აერთიანებს ელექტროძრავასა და ბენზინს. სისტემა ავტომობილს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურ მოკლე მარშრუტებზე ელექტროენერგიით იმოძრაოს, ხოლო უფრო ხანგრძლივი მგზავრობისას ბენზინის ძრავის შესაძლებლობებიც გამოიყენოს.
GEELY Nev Centre Georgia-ს ავტომობილებზე მოქმედებს 5-წლიანი ქარხნული გარანტია ან 150 000 კილომეტრი - იმის მიხედვით, რომელი პირობა დადგება პირველი. მაღალი ძაბვის ბატარეაზე კი გათვალისწინებულია 8-წლიანი გარანტია ან 200 000 კილომეტრი. ამასთან, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებას, კვალიფიციურ სპეციალისტებსა და სერვისის მხარდაჭერას.
GEELY Nev Centre Georgia-ს გახსნა ჯგუფის საავტომობილო მიმართულების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია. პროექტი აერთიანებს საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობას, ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.
