ბიზნესის მართვის ციფრულმა პლატფორმა Semeto-მ დოკუმენტების მართვის მოდულში Signify-ის ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციონალი დაამატა. ინტეგრაციის მიზანი საერთო მომხმარებლებისთვის სამუშაო პროცესების გამარტივება და დოკუმენტების მართვის პროცესის ერთიან სამუშაო სივრცეში მოქცევაა.
Semeto-სა და Signify-ს ბევრი საერთო მომხმარებელი ჰყავს. სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით, Semeto-ს დოკუმენტების მოდულში Signify-ის ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციონალი დაემატა. შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ, დოკუმენტი Semeto-ში შექმნან და დააგენერირონ, შემდეგ კი ხელმოწერის პროცესი იმავე სივრციდან გააგრძელონ.
ინტეგრაცია ხელმისაწვდომია Semeto-ს HR პლატფორმაში, Self.HR-ში, სადაც თანამშრომელთან დაკავშირებული პროცესების სრული ციკლი იმართება. მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთიან სამუშაო სივრცეში დააგენერირონ შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, დამატებითი შეთანხმებები, დანიშვნისა და გათავისუფლების დოკუმენტები თუ სხვა ტიპის დოკუმენტაცია. დოკუმენტის ერთი კლიკით გენერირების შემდეგ, Signify-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ხელმოწერის პროცესი პირდაპირ Semeto-დან გააგრძელონ.
