PMCG Research-ის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა. გასულ თვეში ოთახის საშუალო ფასი 130-დან 546 ლარამდე მერყეობდა.
უფრო კონკრეტულად, სექტემბერში სასტუმროების საშუალო ფასი ასე გამოიყურებოდა:
- საოჯახო ტიპის სასტუმროებში 130 ლარი
- 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში 186 ლარი
- 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში 290 ლარი
- 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებში 546 ლარი
ყველაზე დიდი თვიური კლება დაფიქსირდა გურიაში (-23%), აჭარასა (-17.9%) და სამცხე-ჯავახეთში (-10.1%). მეორე მხრივ, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის დაფიქსირდა ასევე გურიაში - 795 ლარი, კახეთში - 775 ლარი და შიდა ქართლში - 736 ლარი.
რაც შეეხება წლიურ ჭრილში ზრდას, ყველაზე მეტად სასტუმროები გაძვირდა რაჭაში (+22.2%). მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (+11.8%) და კახეთი (+10.6%).