LIVE

აშშ-ში ინფლაცია მაღალშემოსავლიან ოჯახებს მეტ ზიანს აყენებს

15 იან 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 112
აშშ-ში ინფლაცია მაღალშემოსავლიან ოჯახებს მეტ ზიანს აყენებს

ინფლაცია მთელ შეერთებულ შტატებში დაჩქარდა და 39-წლიან მაქსიმუმზეა, თუმცა რამდენად ძლიერია მისი გავლენა მოსახლეობაზე, საცხოვრებელ ადგილსა და შემოსავალზეა დამოკიდებული.

ქვეყანაში ინფლაცია ყველაზე მეტად დასავლეთის მთიან შტატებში დაჩქარდა, როგორიცაა არიზონა, კოლორადო, აიდაჰო, მონტანა, ნევადა, იუტა და ვაიომინგი. მოვლენების მოულოდნელი განვითარებით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების მზარდი ღირებულება მეტად იგრძნობოდა მაღალშემოსავლიან ოჯახებში. განსხვავებით პანდემიის ადრეულ პერიოდთან, როცა ინფლაციამ დაბალშემოსავლიან ოჯახებს უფრო დიდი დარტყმა მიაყენა.

მთიან შტატებში, 8,6%-იანი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 3 პროცენტული პუნქტით აღემატება ნიუ ჯერსის, ნიუ-იორკის და პენსილვანიის მაჩვენებლებს, სადაც ფასების ზრდა ეროვნულ დონეზე ყველაზე დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები მხოლოდ ფასების ცვლილებების ევოლუციას ასახავს, უფსკრული ხაზს უსვამს დიდ განსხვავებებს აშშ-ს მოსახლეობაში და იმ სირთულეებს, რომლებსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის კონტროლისას აწყდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ორნიშნა მაჩვენებლამდე დაჩქარებულ ინფლაციას საპირისპირო გავლენა აქვს და მეტ ზიანს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აყენებს. ეს იმით აიხსნება, რომ საქართველოში ფასების მაღალი ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი სურსათია, შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 40% კი სწორედ სურსათზე მოდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ტანზი