LIVE

ჯოკოვიჩი გრანდ სლემის მონაწილეთა ჩამონათვალშია

13 იან 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
ჯოკოვიჩი გრანდ სლემის მონაწილეთა ჩამონათვალშია
Mike Frey/AFP/Getty Images

ნოვაკ ჯოკოვიჩი გრან სლემში მონაწილეთა ჩამონათვალში შეიყვანეს, თუმცა გაურკვეველია, მიეცემა თუ არა მას ავსტრალიაში დარჩენისა და ასპარეზობის უფლება.

სატურნირო განაწილების მიხედვით, ნომერ პირველი ჩოგანი სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდება.  ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯოკოვიჩის ვიზაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

იმიგრაციის მდივანი ალექს ჰოუკი საკითხს ორშაბათიდან განიხილავს, როდესაც ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ. მოსამართლემ თქვა, რომ მოთამაშეს არ მიეცა საკმარისი დრო, რათა სრულად ეპასუხა მესაზღვრეებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს ჩოგბურთელის ქვეყანაში შეშვებაზე.

ავსტრალიის ღია პირველობა ორშაბათს იწყება.  ჯოკოვიჩი დიდი სლემის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრა, თუმცა აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს. ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ჩოგბურთელი დეპორტაციას ელოდებოდა.

მოგვიანებით სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების ბრძანება დაუყოვნებლივ გაუქმდა. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონის თანახმად, მინისტრს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება და დისკრეცია, გააუქმოს ვიზები რაიმე მიზეზით. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ამჟამად მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლის უფლება სამი წლით ჩამოერთმევა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბერჯესი