LIVE

ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს

06 იან 202211:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 1303
ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს. ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად ჩასული ჩოგბურთელი ამჟამად დეპორტაციას ელოდება.

დვოკატებმა სამართლებრივი სარჩელი შეიტანეს ავსტრალიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რადგან ფედერალურმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააუქმეს შტატის მიერ დაწესებული გამონაკლისი ჩოგბურთის ვარსკვლავისთვის, რამაც ფართო აღშფოთება გამოიწვია.

“ჯოკოვიჩმა არ წარმოადგინა ადეკვატური მტკიცებულება ავსტრალიაში შესვლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შემდგომში მისი ვიზა გაუქმდა”, - ნათქვამია ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები: წესები წესებია. თუ არ ხართ სრულად ვაქცინირებული და არ ხართ რეზიდენტი ან ავსტრალიის მოქალაქე, თქვენ არ შეგიძლიათ ქვეყანაში შემოსვლა”, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ჟურნალისტებს. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ანტივაქსერული განწყობებით გამოირჩევა და არ არის აცრილი. თუმცა, ტურნირის ორგანიზატორებმა ის სათამაშოდ მაინც მიიწვიეს, რასაც ავსტრალიის მოსახლეობისა და ჩოგბურთელების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ბურკე