LIVE

სასამართლომ ჯოკოვიჩი გაამართლა

10 იან 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1004
სასამართლომ ჯოკოვიჩი გაამართლა

ჩოგბურთის ვარსკვლავი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს, სასამართლომ გაამართლა. მოსამართლემ მესაზღვრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია. მისი დადგენილებით, ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების ბრძანება დაუყოვნებლივ გაუქმდა. ამასთან, ჩოგბურთელი მელბურნის საკარანტინო სასტუმროდან გათავისუფლდა. 

ჯოკოვიჩის სამართლებრივ ხარჯებს მთავრობა აანაზღაურებს. 

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე 17 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, მთავრობის ადვოკატის განმარტებით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა შესაძლოა, კვლავ განიხილოს ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმება. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონის თანახმად, მინისტრს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება და დისკრეცია, გააუქმოს ვიზები რაიმე მიზეზით. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ამჟამად მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლის უფლება სამი წლით ჩამოერთმევა. 

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლაზე მას შემდეგ ეთქვა უარი, რაც მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ ჩავიდა. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ანტივაქსერული განწყობებით გამოირჩევა და არ არის აცრილი. თუმცა, ტურნირის ორგანიზატორებმა ის სათამაშოდ მაინც მიიწვიეს, რასაც ავსტრალიის მოსახლეობისა და ჩოგბურთელების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სიბილა გროსი და როს კრასნი