LIVE

Beeline: 5G ინტერნეტის დასანერგად წარმოდგენილი რეგულაციები ძალიან მძიმეა

07 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1510

კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის დასანერგად კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომისია 5G სიხშირული რესურსის მოპოვებაზე აუქციონს მიმდინარე წელს გამოაცხადებს. მარეგულირებელმა ახალი თაობის ინტერნეტის დასანერგად საკონსულტაციო დოკუმენტი გასული წლის ბოლოს წარადგინა. დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები კი მსხვილი მობილური ოპერატორების ნაწილისთვის მისაღები არ არის.

კომუნიკაციების კომისიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ ლიცენზიის მოპოვება კომპანიებს საშუალოდ 8 მილიონი ლარი დაუჯდებათ, რაც მათივე განმარტებით უპრეცედენტოდ დაბალი ფასია. აღნიშნულს არ ეთანხმებიან კომპანია Beeline-ში, სადაც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ გარდა ლიცენზიის მოპოვებისა ოპერატორებს სხვა არაერთი ვალდებულების შესრულება მოუწევთ, რაც მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაუზრდით. კომპანიაში არ გამორიცხავენ რომ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადონ.

„მიგვაჩნია, რომ 5G ინტერნეტის დასანერგად რეგულაციების ნაწილი ძალიან მძიმეა, რაც მისი ლიცენზიის მოპოვებას ბიზნესისთვის უინტერესოს ხდის.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომუნიკაციების კომისიასთან. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადავწყვეტთ მივიღებთ თუ არა გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას.  ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სალიცენზიო ფასი დაბალია.  ბიზნესი ორიენტირებულია უკუგებაზე, სალიცენზიო ფასს კი თან სხვა ვალდებულებები ახლავს, რომელთა შესრულება საკმაოდ მძიმეა“,- ამბობს კომპანია Beeline-ის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ესართია.