LIVE

მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის

05 ივლ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის

საქართველოს მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აპრილ-მაისში ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდამ მთავრობას პროგნოზის შეცვლის შესაძლებლობა მისცა.

"ოთხი თვის წინ, როცა დავიწყეთ ეკონიმიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან ძალიან პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად ქვეყანაში. აპრილში უპრეცედენტო ზრდა გვქონდა 45%-ის ფარგლებში, მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის რომ პროგნოზი შეგვეცვალა და წელს ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა იქნება 7.7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57.2 მილიარდი ლარი იქნება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

2021 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად ფინანსთა სამინისტრომ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა. მოგვიანებით მთავრობამ პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

შედარებით დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) და „აზიის განვითარების ბანკი" (ADB).