LIVE

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა

29 ივნ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა.

ამასთან, 2022 წელს EBRD-ი საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

EBRD-მა გააუმჯობესა 2021 წლის რეგიონალური ზრდის პროგნოზიც და 3.6%-დან 4.2%-მდე გაზარდა. EBRD-ის რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს 4.2 პროცენტიანი ზრდით, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის განვითარებადი ეკონომიკური სისტემების აღდგენა Covid-19 პანდემიის შემდეგ ტემპს იკრებს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას ელის და არც ორნიშნა (10.2%) ზრდის მიღწევას გამორიცხავს.