LIVE

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

31 მაი 202111:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1157
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა.

2021 წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8.1% შეადგინა.

აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.