LIVE

მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის

31 მაი 202114:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, მთავრობა წელს საქართველოს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას ელის.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან ოპტიმისტურ დინამიკას. ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ნავარაუდევია 6.5%, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა პროგნოზებში. 2022 წლისთვის ნავარაუდევი პროგნოზი ასევე მაღალია და 6.9%-ს შეადგენს. მაღალი ზრდის ფონზე შევამცირებთ საბიუჯეტო დეფიციტს 7.1%-მდე“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ოპტიმისტური სცენარით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება - 10.2%.

აქამდე არსებული პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) და „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB).