LIVE

კრიპტო აქტივები გამოცდის წინაშეა

19 აპრ 202119:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1185
კრიპტო აქტივები გამოცდის წინაშეა
Bloomberg

გასულ კვირას Coinbase-ის გალისტვის შემდეგ, კრიპტო აქტივების მანიამ შაბათ-კვირას უკუსვლა დაიწყო. ბიტკოინის ფასი 7-კვირიან მინიმუმამდე დაეცა. ეთერიუმის ფასი კი, რომელიც სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაა, 2 000 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

არასტაბილურობამ მოიცვა სხვა დიდი კრიპტოვალუტებიც: Binance Coin, XRP და Cardano. თუმცა, მეორე მხრივ, CoinGecko-ს თანახმად, 1 დღის განმავლობაში Dogecoin-ის ფასი 25%-ით გაიზარდა.

Dogecoin-ი, რომელსაც შეზღუდული გამოყენება და არაფუნდამენტური საფუძვლები აქვს, გასულ კვირას მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებას მიაღწია, სანამ ფასი ვარდნას დაიწყებდა. კომპანიის განცხადებით, ზრდა იმდენად სწრაფი იყო, რომ ინვესტორებმა, რომლებიც მონეტით ვაჭრობას ცდილობდნენ Robinhood-ზე, პარასკევს რამდენჯერმე შეაფერხეს საიტი.

Bloomberg-ის მიერ შეფასებული, გლობალური სააქციო კაპიტალი, რომელიც  კრიპტო ვაჭრობასთან ან ბიტკოინის მაინინგთან არის დაკავშირებული, გასული კვირის განმავლობაში 9%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც 2021 წელს 130%-იან ზრდას მიაღწია.

შაბათ-კვირას ვარდნა ინდუსტრიისთვის ეიფორიულ პერიოდს მოჰყვა. გასულ ოთხშაბათს, Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების წინ, კრიპტოვალუტების საერთო ღირებულებამ 2,25 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აშშ-ის უდიდესმა კრიპტო ბირჟამ, Coinbase-მა კი კვირა 68 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებით დაასრულა.

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი, მაიკ ნოვოგრაცი ამბობს, რომ "რეტროსპექტივაში, ეს გარდაუვალი იყო. ბაზრები ზედმეტად აღფრთოვანდნენ CoinCoinbase-ის პირდაპირი ლისტინგით. რაც ბუმის საფუძველი აღმოჩნდა ციფრული მონეტებისთვის. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ბაზარი ზედმეტად ერთ მხარეს წავიდა. ”

”კრიპტო სამყარო დღეს ცოტა მტკივნეულად იღვიძებს. კვირის დასაწყისში ბიტკოინის რეკორდმა და Coinbase-ის გალისტვამ ეიფორია გამოიწვია. ჩვეულებრივ, კრიპტო სამყაროში ამას თავის ფასი აქვს", - ამბობს ანტონი ტრენჩოვი, კრიპტო კრედიტორის Nexo-ს თანადამფუძნებელი.

გარდა ამისა, ტრენჩოვის თქმით, კრიპტო ინდუსტრიაში ფასები შემცირების ფაქტორებში შეიძლება შედიოდეს Coinbase-ის ინსაიდერების მიერ კაპიტალის მოშორება ჩამონათვალში განთავსების შემდეგ და ასევე, ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მუშაობის მასობრივი შეწყვეტა, რაც ბიტკოინის მოპოვებაზე მოქმედებს.

კრიპტოვალუტების მეინსტრიმულ ფინანსებში მზარდმა მიმღებლობამ, ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასის ზრდა უზრუნველყო, ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტების. დაინტერესება კრიპტო სფეროს მიმართ კვლავ იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კომპანიებმა PayPal-დან Square-მდე მათ სისტემებში ბიტკოინით ტრანსაქციები დაუშვეს, ხოლო Wall Street-ის ფირმებმა, როგორიცაა Morgan Stanley, მდიდარი კლიენტებისთვი ბიტკოინზე წვდომა შესაძლებელი გახადეს.

კრიპტოვალუტების არასტაბილურობისა და მათი, როგორც გადახდის საშუალებად გამოყენების გამო, მწვავე შეშფოთების მიუხედავად, ინტერესი მათ მიმართ არ იკლებს, თუმცა ასევე იზრდება მარეგულირებლების მხრიდან კონტროლის მცდელობა.

როგორც BC Technology Group-ის აღმასრულებელი დირექტორი დეივ ჩეპმენი ამბობს, "თამაშში ჯერ ისევ ადრეა. ინვესტორებისთვის კვლავ რჩება შესაძლებლობა მიიღონ პირველი მოთამაშის უპირატესობა."

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი