LIVE

კრიპტოვალუტის სექტორი დრამატული რეგულაციების მოლოდინშია

17 აპრ 202117:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
კრიპტოვალუტის სექტორი დრამატული რეგულაციების მოლოდინშია
Bloomberg

ფინანსური სექტორის ზედამხედველები მზად არიან მნიშვნელოვნად გააძლიერონ ძალისხმევა კრიპტოვალუტის მზარდი სექტორის რეგულირებისთვის- ეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(World Economic Forum) ბლოკჩეინის ექსპერტის მოსაზრებაა.

”ჩვენ ვიხილავთ ამ სივრცის დარეგულირების საკმაოდ დრამატული მცდელობების კიდევ ერთ რაუნდს. რადგან ამ სივრცეებში უფრო და უფრო მეტი აქტივობაა, ეს მზარდი მოთხოვნის სიგნალია მარეგულირებლისთვის რომ ჩაერთონ ამ ყველაფერში” - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის მონაცემთა, ბლოკჩეინის და ციფრული აქტივების ხელმძღვანელმა, შილა უორენმა, Bloomberg-ის ონლაინ სემინარზე.

ციფრული მონეტები, Coinbase - ის ნაციონალური დებიუტით Nasdaq- ზე და გასულ წელს ბიტკოინის გაცხრამაგებული ზრდით კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს.

მთავრობები კი, მეორე მხრივ, უფრო მკაცრად ამოწმებენ სექტორის გარშემო არსებულ რისკებს. ბიტკოინის ყველაზე მგზნებარე მომხრეები მას თანამედროვე ღირებულების საცავად და ინფლაციის ჰეჯირების იარაღად მიიჩნევენ, თუმცა ზოგი შიშობს, რომ ის სპეკულაციური ბაბლია.

ეიფორიამ, რომელიც ბიტკოინის გარშემო არსებობს, ამ კვირის დასაწყისში Coinbase-ის მოსალოდნელი გაფაბლიქების წინ პიკს მიაღწია. უმსხვილესი ციფრული ვალუტა რეკორდულ მაჩვენებელამდე ავიდა და თითქმის $ 65,000 შეადგინა. თუმცა, ბიტკოინმა უკუსვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს Coinbase-ის დებიუტი შედგა და მისი აქციების ფასი დავარდა.

როგორც უორენი ამბობს, Coinbase- ის ჩამონათვალში განთავსება კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ახალი პერიოდის მაუწყებელია. PwC-ს გლობალური კრიპტო ლიდერი, ანრი არსლანიანი კი დასძენს, რომ კირპტობირჟის გალისტვის შემდეგ, ინდუსტრიას ანალიტიკოსებისგან უფრო ფართო დაფარვა ექნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ ლამი და ჯოანა ოსინგერი