LIVE

ბიტკოინის ფასი შვიდ კვირიან მინიმუმზეა

18 აპრ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
ბიტკოინის ფასი შვიდ კვირიან მინიმუმზეა
Bloomberg

ბიტკოინის ფასმა, რეკორდული ზრდიდან რამდენიმე დღეში, ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა.

ციფრული მონეტა, სინგაპურის ვაჭრობაში 8.5% -ით დაეცა და $55,689 შეადგინა, უფრო ადრე ვარდნა 15,1% იყო. ეთერიუმი, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, თითქმის 8% -ით დაეცა.

ბიტკოინის ფასის ვარდნა, შესაძლოა, აშშ- ს ხაზინის მიერ დაგეგმილ რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდებოდეს ფულის გათეთრების იმ შემთხვევების პრევენციისთვის, რომლებიც ციფრული აქტივების საშუალებით ხორციელდება.

გასულ კვირას, კრიპტო ბირჟის Coinbase-ის Nasdaq-ზე დებიუტამდე, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ $64,869-ს მიაღწია. გასული წლის 800%-იანი ზრდის ტალღის შემდეგ, უდიდესი კრიპტო მონეტის საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს აჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შამიმ ამამი და ემილი ბარეტი