
ციფრული მონეტების ბუმი, ხუმრობით შექმნილი შიბას ჯიშის ძაღლის მონეტის ფასით უცნაურ მიმართულებას იღებს. მონეტის გაშმაგებულმა შესყიდვამ Robinhood-ის კრიპტო სავაჭრო სისტემაც კი შეაფერხა.
CoinMarketCap-ის თანახმად, Dogecoin-მა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ელონ მასკმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, 110%-იანი ზრდა აჩვენა და საბაზრო ღირებულებით 45 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ახლა Dogecoin-ი 18,000% -ით უფრო მეტი ღირს, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ის 0,002 დოლარად ივაჭრებოდა და საბაზრო ღირებულება დაახლოებით 250 მილიონს შეადგენდა.
Dogecoin-ზე მოთხოვნა იმდენად დიდია , რომ ინვესტორებმა, რომლებიც მონეტით ვაჭრობას ცდილობდნენ Robinhood-ის საიტი გაჭედეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 68 მილიარდის ღირებულების Dogecoin-ის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც CoinMarketCap-ის მონაცემებით ყველაზე დიდი ვაჭრობაა ივნისის შემდეგ.
Doge-ის ტალღა ე.წ altcoins- ის ზრდის ნაწილია, ეს არის ყველა ციფრული მონეტის გაერთიანება, რომელიც ბიტკოინს იმიტირებს. მათი უმეტესობის მსგავსად, Doge-ის გამოყენების შემთხვევები შეზღუდულია, რაც მას სპეკულატორების იარაღად აქცევს და აღშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შესაძლოა კრიპტობაბლთან გვქონდეს საქმე. კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო ღირებულება ამჟამად 2,25 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინგერი და ვილდანა ჰაჯრიკი