LIVE

Nasdaq-ზე დებიუტის დღეს, Coinbase-ის აქციების ფასი 19%-ით შემცირდა

15 აპრ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
Nasdaq-ზე დებიუტის დღეს, Coinbase-ის აქციების ფასი 19%-ით შემცირდა
Bloomberg

Coinbase-ის აქციების ფასი, საფონდო ბირჟაზე დებიუტის შემდგომ, 19%-ით დაეცა.

ღირებულება თითო აქციაზე 381 დოლარიდან 310 დოლარამდე შემცირდა. აქციის თავდაპირველი ფასის გათვალისწინებით, კომპანიის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდ დოლარზე მეტით შეფასდა.

Coinbase-ი ახალი კომპანიაა, რომელიც საფონდო ბირჟაზე ე.წ "პირდაპირი ჩამონათვალის" საშუალებით განთავსდა, რაც ტრადიციული IPO-ს ან SPAC-ის ალტერნატივაა და სპეციალური დანიშნულების კომპანიასთან შერწყმას და საფონდო ბირჟაზე ამ გზით განთავსებას ითვალისწინებს.

თუმცა, ჩამონათვალის საცნობარო ფასი, 250 დოლარი თითო აქციაზე, არ არის კომპანიის პოტენციური საბაზრო კაპიტალიზაციის პირდაპირი მაჩვენებელი.

სხვა აქციების ფასიც, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან, ბიტკოინის რეკორდული ზრდის შემდეგ, ვარდნის პარალელურად, ასევე შემცირდა Coinbase-თან ერთად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დრუ სინგერი