LIVE

OpenAI-მ ინდივიდუალური GPT-ის გამოშვება 2024 წლისთვის გადადო

03 დეკ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 283
OpenAI-მ ინდივიდუალური GPT-ის გამოშვება 2024 წლისთვის გადადო

ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტის, ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ ინდივიდუალური GPT-ის გამოშვება 2024 წლის დასაწყისისთვის გადადო.

ნოემბრის კონფერენციაზე დაანონსებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის ოფიციალური გამოსვლა გასული თვის ბოლომდე იგეგმებოდა. თუმცა კომპანიის აღმასრულებლის პოზიციიდან სემ ალტმენის გათავისუფლებამ და ისევ უკან დაბრუნებამ, ინოვაციური პროდუქტის გამოშვება შეაფერხა.

GPT ხელოვნური ინტელექტის ინდივიდუალური ასისტენტის პირველადი ვერსიაა, რომელიც მომხმარებლის ისეთ ინდივიდუალურ დავალებებს ასრულებს, როგორიცაა ფრენის დაჯავშნა და სხვა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება GPT-ის საკუთარი ვერსია სხვებსაც გაუზიაროს, შედეგად კი თანხაც გამოიმუშაოს.

კომპანია ოფიციალურ გამოშვებამდე GPT-ების გაუმჯობესებას გააგრძელებს.