LIVE

მთავრობა ორ ახალ სსიპ-ს ქმნის - გასტრონომიის და IT/გარემოსდაცვითი აგროსერვისების

19 ივნ 202614:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 140
მთავრობა ორ ახალ სსიპ-ს ქმნის - გასტრონომიის და IT/გარემოსდაცვითი აგროსერვისების

18 ივნისის დადგენილებებით, ირაკლი კობახიძემ ორი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული  პირი შექმნა - გასტრონომიის ეროვნული სააგენტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.

ორივე ახალი სსიპ-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. ამ დრომდე უცნობია რა ბიუჯეტი ექნებათ ან რა მიზნით იქმნება ეს სააგენტოები. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ დამატებით ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ ორივე სსიპ-ის უფროსი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უნდა დანიშნოს.

ორივე დადგენილება 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. 

2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასახადის გადამხდელები 808 მილიონი ლარით აფინანსებენ.