LIVE

AI-ს გასავითარებლად Alphabet აქციებს ყიდის, $10 მილიარდს ბაფეტის Berkshire იყიდის

02 ივნ 202611:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 80
AI-ს გასავითარებლად Alphabet აქციებს ყიდის, $10 მილიარდს ბაფეტის Berkshire იყიდის

Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet 80 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს იმ მიზნით, რომ თავი მოუყაროს დამატებით თანხას ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მზარდი ხარჯების დასაფინანსებლად. 

სააქციო კაპიტალის ზრდის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება Berkshire Hathaway-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უორენ ბაფეტის ჰოლდინგური კომპანია Alphabet-ში დამატებით 10 მილარდი დოლარის ღირებულების აქციების მფლობელი გახდება კერძო განთავსებით.

ეს შეთანხმება განსაკუთრებით საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ტრადიციულად, ბაფეტი უფრო მეტად ისეთ ბიზნესებში ინვესტირებას ამჯობინებდა, სადაც ეკონომიკური პროგნოზი უფრო ცხადი იყო. შესაბამისად, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ინვესტიციებში ჩართულობა, შესაძლოა, ერთგვარ მიდგომის ცვლილებაზე მიანიშნებდეს Berkshire-ის მხრიდან. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბაფეტმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა. 

ასევე საინტერესოა ბაფეტის შეფასება ხელოვნურ ინტელექტზე, რომლის თანახმად AI "უდიდეს პოტენციალს ატარებს - კარგსაც და ცუდსაც, თუმცა ყველაზე ჭკვიანმა დეველოპერებმაც კი არ იციან, სადამდე მიგვიყვანს ეს ტექნოლოგია, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე გამოშვებულია".

სააქციო კაპიტალის ზრდის შედეგად მიღებული თანხებით Google-ის დედობილი კომპანია ხელოვნური ინტელექტის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს, როგორც თავად აცხადებს იმ მიზნით, რომ უპასუხოს მომხმარებლის უპრეცენდენტო მოთხოვნას. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ალფაბეტმა მიმდინარე წლისთვის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი 190 მილარდ დოლარამდე გაზარდა.