25 ივნისს თბილისში გაიმართება FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 — საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც გააერთიანებს გადახდების ინდუსტრიის, საბანკო სექტორის, ფინტექ კომპანიების, კრიპტობიზნესის, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური პროვაიდერების ლიდერებს.
ღონისძიება Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-ში გაიმართება, 12:00-დან 20:00 საათამდე და დამსწრეებს საშუალებას მისცემს დააყარონ პროფესიონალური კომუნიკაცია, გააზიარონ გამოცდილება, გაეცნონ ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალს.
ერთი დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ წვდომას პრაქტიკულ ქეისებზე, ექსპერტულ დისკუსიებსა და სტრატეგიული ნეთვორქინგის შესაძლებლობებზე ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
მთავარი ფოკუსი — ფინანსური ინფრასტრუქტურის მომავალი
FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026 ტრადიციული ფინანსებისა და ციფრული ეკონომიკის წარმომადგენლებს გააერთიანებს ინდუსტრიის განვითარების მთავარი მიმართულებების განსახილველად.
ღონისძიების ძირითადი თემები:
- საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო გადახდები
- ექვაირინგი და გადახდის ინფრასტრუქტურა
- საბანკო ინტეგრაციები და Embedded Finance
- სტეიბლკოინებით გადახდები და ციფრული აქტივები
- Compliance, AML და რეგულაციები
- ფინტექ ინოვაციები და ახალი გადახდის ტექნოლოგიები.
საერთაშორისო ექსპერტები და ბაზრის ლიდერები
ღონისძიების სცენაზე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო გადახდის სისტემების, საბანკო სექტორის, იურიდიული კომპანიებისა და კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლები.
სტუმრებს შორის არიან EBRD-ის, Pavebank-ის, Hashbank-ის, Bitget-ის და სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების წარმომადგენლები ფინანსური, გადახდების და ციფრული აქტივების ინდუსტრიიდან.
ღონისძიება გააერთიანებს კომპანიების დამფუძნებლებს, ინვესტორებს, გადახდის პროვაიდერებსა და C-level აღმასრულებლებს, ბაზრის ძირითადი ტენდენციები და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების განსახილველად.
პირველად საქართველოში: Bitget-ისა და მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟების წარმომადგენლები FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026-ზე
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება საქართველოში პირველად Bitget-ისა და წამყვანი საერთაშორისო კრიპტოვალუტის ბირჟების წარმომადგენლების მონაწილეობა ერთიანი ბიზნეს-პროგრამის ფარგლებში.
ექსპერტები განიხილავენ ციფრული აქტივების მომავალს, საერთაშორისო გადახდებს, რეგულაციებსა და Web3 გადაწყვეტილებების ინტეგრაციას ტრადიციულ ფინანსურ სისტემაში.