LIVE

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა $82-ს გადააჭარბა

14 ნოე 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 263
ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა $82-ს გადააჭარბა

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს 20 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $82,72-ს მიაღწია, ხოლო აშშ-ის WTI ნავთობის ფასმა კი 21 ცენტით მოიმატა და $78,47 შეადგინა.

ამ დროისთვის ფასი მცირედით შემცირდა და ბრენტი $82.37, WTI კი $78.35 ღირს. 

ნავთობის გაძვირებას წინ უძღოდა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ მასზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი. ორგანიზაციის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ყველა ქვეყანაში მოსალოდნელია ზრდის შენელება, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს, ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. 

სააგენტოს უახლესი ანგარიშით, ნავთობზე მოთხოვნა წელს დღეში 2,3 მილიონი ბარელიდან 2,4 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.