ილონ მასკმა პენტაგონის ოფიციალურ პირებს, SpaceX-ის მეშვეობით, უკრაინელი სამხედროებისათვის ინტერნეტის მიწოდების შესახებ საუბრისას განუცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პირადად ესაუბრა. ამის შესახებ გამოცემა New Yorker-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მასკმა პენტაგონის მაშინდელ მაღალჩინოსანს, კოლინ კალს, გასული წლის ოქტომბერში, საკუთარი სურვილით მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ძალებმა დაკარგეს კავშირი Space Exploration Technologies-ის Starlink-ის სერვისთან, როდესაც რუსეთის მიერ სადავო ტერიტორიაზე შევიდნენ.
"როგორც დავასკვენი, ის ღელავდა, რომ Starlink-ის ჩართულობა რუსეთში სულ უფრო მეტად აღიქმებოდა უკრაინის მხარდაჭერად და ეძებდა გზას რუსული შეშფოთების დასამშვიდებლად", - უთხრა კალმა New Yorker-ს.
Bloomberg-ის თანახმად, მასკმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს არ უპასუხა. გამოცემის კითხვებს არც კალმა უპასუხა. ის გასულ თვეში სტენფორდის უნივერსიტეტს დაუბრუნდა.
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ოქტომბერში უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის პუტინს ესაუბრა. მაშინ მილიარდერმა დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 18 თვით ადრე, კოსმოსის შესახებ ესაუბრა.
Hi @elonmusk Is this true?https://t.co/C4tLJ1HtPy
New Yorker-ის სტატიამ განაახლა დისკუსია მასკისა და უკრაინაში რუსეთის ომთან მისი კავშირის შესახებ. გასული წლის ოქტომბერში ის ომის დასრულების საკუთარი "სამშვიდობო გეგმით" გამოვიდა, რაც კრემლმა მოიწონა.
ამის შემდეგ მალევე, უკრაინულმა ჯარებმა Starlink-ის გათიშვის შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით მასკმა განმარტა, რომ მისმა SpaceX-მა უკრაინის მხარდასაჭერად $80 მილიონი დახარჯა და ის უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა ამ განცხადებიდან მალევე თქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს. საბოლოოდ მასკმა სერვისის მიწოდების გაგრძელების პირობა დადო.