LIVE

SpaceX აცხადებს, რომ უკრაინისთვის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს

14 ოქტ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
SpaceX აცხადებს, რომ უკრაინისთვის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს

ილონ მასკის კომპანია SpaceX აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ის ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას ვეღარ შეძლებს და პენტაგონს დაფინანსების თხოვნით მიმართავს. 

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალებუკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყაროდ იქცა მაშინ, როცა მობილური ტელეფონი და ინტერნეტ ქსელები ომმა გაანადგურა, მაგრამ ეს საქველმოქმედო ინიციატივა შეიძლება დასრულდეს.

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ გასულ თვეში SpaceX-მა პენტაგონს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვეღარ გააგრძელებს Starlink-ის სერვისის დაფინანსებას.

წერილში მოთხოვნილია, რომ პენტაგონმა დააფინანსოს უკრაინის მთავრობისა და სამხედროების მიერ Starlink-ის ინტერნეტის გამოყენება, რაც SpaceX-ის მტკიცებით, წელს $120 მილიონზე მეტი დაჯდება და მომდევნო 12 თვის განმავლობაში ღირებულებამ შეიძლება $400 მილიონს მიაღწიოს.

უკრაინას საჩუქრად Starlink-ის დაახლოებით 20,000 თანამგზავრი, გადაეცა. გასულ კვირას მასკმა დაწერა, რომ ეს SpaceX-ს $80 მილიონი დაუჯდა და თანხა წლის ბოლომდე $100 მილიონგადააჭარბებს.