ძვირადღირებულ ნივთებში მსოფლიოში ყველაზე მეტს სამხრეთ კორეელები ხარჯავენ.
Morgan Stanley-ის თანახმად, სამხრეთ კორეელების მიერ პირადი მოხმარების ფუფუნების საგნებზე დახარჯული თანხა, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 24%-ით გაიზარდა და $16.8 მილიარდი შეადგინა, რაც ერთ სულ მოსახლეზე $325-იან დანახარჯს ნიშნავს.
შედარებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ის მოქალაქეების დანახარჯი $280-ს, ჩინელების კი $55-ს შეადგენს.
ტენდენცია ასახავს ფუფუნების ხარჯების გლობალურ ზრდას, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეულია მთელ მსოფლიოში მზარდი კეთილდღეობით, რამაც ხელი შეუწყო ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ის ხელმძღვანელს, ბერნარ არნოს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო.
LVMH-ის აქციების ფასი მიმდინარე თვეში ახალ რეკორდულ დონემდე გაიზარდა, შედეგად, Reuters-ის გათვლებით, ფუფუნების საქონლის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 400 მილიარდ ევროს გადააჭარბა და ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი განიმტკიცა.