LIVE

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა - Forbes

13 დეკ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა - Forbes

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. 

Forbes-ის თანახმად, მასკის ნაცვლად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი ახლა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანგი ბერნარ არნოა. ამ დროისთვის არნო $189.1 მილიარდს ფლობს, ილონ მასკი კი $177.6 მილიარდს. მესამე ადგილს, $134 მილიარდით, ინდოელი გაუტამ ადანი იკავებს.

არნომ მასკს Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსშიც გადაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ მასკს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული 2021 წლის სექტემბრიდან ეკავა, მას შემდეგ, რაც Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო.

მასკის ქონების ვარდნა ავტომწარმოებლის შემცირებულ ღირებულებას უკავშირდება. დღეს Tesla-ს აქციები 6.3%-ით შემცირდა. წელს კომპანიის აქციების ღირებულება პრაქტიკულად განახევრებულია, რაც მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად შეძენის ფონზე დაჩქარებულ გაყიდვებს უკავშირდება. 

რაც შეეხება არნოს, მან ქონება მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფუფუნების კონგლომერატის შექმნით, რომელიც მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Louis Vuitton,Tiffany, Tag Heuer და Celine.