LIVE

Twitter-ის შემოსავალი წელიწადში 40%-ით შემცირდა

18 იან 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
Twitter-ის შემოსავალი წელიწადში 40%-ით შემცირდა

Twitter-ის შემოსავალი წელიწადში 40%-ით შემცირდა და მის მფლობელს და აღმასრულებელ დირექტორს, მილიარდერ ილონ მასკს პირველი გიგანტური პროცენტის გადახდა იანვრის ბოლოს უწევს. ამის შესახებ Platformer-ის რეპორტიორი Twitter-ზე წერს. 

ნოემბრის ბოლოს მილიარდერმა კომპანიის თანამშრომლებთან პირველ მასშტაბურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს.

მანამდე მასკმა ელფოსტით გაგზავნილ პირველ წერილში აღნიშნა, რომ Twitter ვერ გადაურჩება მომავალ ეკონომიკურ ვარდნას, თუ ის შემცირებულ სარეკლამო შემოსავალს გამოწერებით მიღებული შემოსავლით არ აანაზღაურებს. მისი განცხადებით, კომპანიამ მომავალ წელს შეიძლება მილიარდობით დოლარი დაკარგოს. 

ნოემბრის დასაწყისში მასკის ხარჯების შემცირების ღონისძიების შედეგად, Twitter-მა გაათავისუფლა დაახლოებით 3 700 თანამშრომელი, ხოლო შემდგომში კომპანია საკუთარი სურვილით ასობით ადამიანმა დატოვა. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია თანამშრომლების გათავისუფლებას აგრძელებს

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა, რის შემდეგაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. კომპანიების ნაწილმა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა.

მასკმა წლის ბოლოს განაცხადა, რომ დატოვებს Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი იპოვის, ვინმეს, ვინც "საკმარისად სულელი იქნება, რომ მისი საქმე აკეთოს". მილიარდერმა შემცვლელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებლების 57.5%-მა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან მის გადადგომას.

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა. 2022 წლის 3 იანვარს კი - $304 მილიარდს შეადგენდა. Bloomberg-ის თანახმად, ის ახლა $137-მილიარდიანი ქონების მფლობელია. 

დეკემბრის დასაწყისში მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა