LIVE

სად დავსაქმდეთ 2023 წელს: ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

14 იან 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 5439
სად დავსაქმდეთ 2023 წელს: ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
არაფერი ისე არ ეხმარება კარიერულ წინსვლას როგორც მაღალი მოთხოვნა და კონკრეტული პროფესიის თანამშრომლების საჭიროება. 
 
თუკი ვინმეს სურს, წელს მისი შრომა სათანადოდ დაფასდეს, პროგრამული უზრუნველყოფის (software) დეველოპერი იდეალური არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა - მათ შორის, Meta-მ, Twitter-მა, Salesforce-მა და Amazon-მა - თანამშრომლების მასობრივი შემცირება დაიწყეს, სოფთვეარ დეველოპერი მაინც წლის საუკეთესო სამსახურების ჩამონათვალის სათავეშია, თუმცა თუკი ვინმეს ანაზღაურებაზე მეტად სტაბილურობა აღელვებს, უმჯობესია აქცენტი ჯანდაცვის სექტორზე გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ამერიკის შრომის ბაზრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა. 
 
2023 წლის საუკეთესო სამუშაო ადგილების სია US News-მა შეადგინა World Report-თან ერთად, მუშახელის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, რაც მოიცავს კადრებზე მოთხოვნას, ზრდას, მედიანურ ხელფასს, დასაქმების მაჩვენებელს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივას, სტრესის დონეს და work-life balance-ს. შედეგად, საუკეთესო სამუშაო ადგილების საბოლოო ტოპ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
  1. სოფთვეარ დეველოპერი;
  2. ექთანი;
  3. მედიცინის და ჯანდაცვის სერვისების მენეჯერი;
  4. ექიმის ასისტენტი/ასპირანტი;
  5. ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი;
  6. ფიზიოთერაპევტი;
  7. ფინანსური მენეჯერი;
  8. აიტი მენეჯერი;
  9. ვებ დეველოპერი;
  10. სტომატოლოგი.
ვინაიდან 2023 წელს სამუშაო ადგილის სტაბილურობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რეცესიასთან დაკავშირებული შიშების ფონზე, რასაც თან დაერთო მასობრივი შემცირებები ტექნოლოგიურ სექტორში, US News-მა ცალკე შეადგინა იმ სამსახურების ჩამონათვალი, სადაც სამუშაოს დაკარგვის ყველაზე ნაკლები შანსია. ამ ჩამონათვალში ჯანდაცვის სექტორი ლიდერობს, ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:
  1. რესპირატორული თერაპევტი;
  2. ვებ დეველოპერი;
  3. კარდიოვასკულარული ტექნოლოგი;
  4. ეპიდემიოლოგი/მედიცინის მეცნიერი;
  5. ფინანსური ანალიტიკოსი;
  6. გარემოსდაცვითი ტექნიკოსი;
  7. სკოლის ფსიქოლოგი;
  8. მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი;
  9. ექთანი;
  10. მედიცინის და ჯანდაცვის სერვისების მენეჯერი.