LIVE

დიდ Tech-ში ქამრების შემოჭერა გრძელდება, Amazon თანამშრომლებს ამცირებს

05 იან 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
დიდ Tech-ში ქამრების შემოჭერა გრძელდება, Amazon თანამშრომლებს ამცირებს

Amazon-ი 18 000-ზე მეტ ადამიანს ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში კადრების ყველაზე მასშტაბური შემცირებაა. 

ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ვარდნა გრძელდება, რამდენაც e-commerce გიგანტი ერთადერთი არ არის, ვინც კადრების მასიურ შემცირებას მიმართავს ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. 

შემცირებები Amazon-ში გასულ წელს დაიწყო და თავდაპირველი პროგნოზით, ეს პროცესი 10,000 ადამიანს უნდა შეჰხებოდა, თუმცა საბოლოოდ დასაქმებულთა 1%-ს მოიცავს. თანამშრომლები, რომელთა დათხოვნაც იგეგმება, ძირითადად საცალო გაყიდვების და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში მუშაობენ. 

"ეს ცვლილებები დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ გრძელვადიანი შესაძლებლობები ხარჯების უკეთესი სტრუქტურით," განაცხადა მენეჯმენტმა. 

კომპანიამ ისიც აღიარა, რომ პანდემიის პერიოდში ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიქირავა. აღსანიშნავია, რომ Amazon-ს სილიკონ ველის სხვა დამსაქმებლებთან შედარებით მეტი თანამშრომელი ჰყავს - მათი რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებდა სექტემბრის ბოლოსთვის.

Amazon-ის ინვესტორებს ქამრების შემოჭერის მორიგ რაუნდთან მიმართებაში პოზიტიური რეაქცია ჰქონდათ იმის მოლოდინით, რომ შედეგად კომპანიის მომგებიანობა გაიზრდება. ხუთშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციებზე ვაჭრობა 1.8%-იანი ნამატით დაიწყო.