
საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია (ADNOC) მომავალ თვეში აზიის ზოგიერთი ტერმინალისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას 5%-ით ამცირებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ კომპანია იანვარში სრულ მოცულობას აღადგენს. ამის შესახებ Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ნავთობის მწარმოებელი ეყრდნობა პუნქტს, რომელიც ტვირთის მოცულობის 5%-ით კორექტირების საშუალებას იძლევა.
შემცირება ემთხვევა პერიოდს, როცა OPEC+-ის ქვეყნებმა, საწვავზე ფასის შენარჩუნების მიზნით, ნოემბრიდან ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირეს.
„გამომუშავების შემცირება უნდა აისახოს ბაზარზე. ლოგიკურია, რომ მწარმოებლებს სურთ, ნავთობის ასეთი ფასებით გაყიდვა შეაჩერონ“, - ამბობს სინგაპურელი ტრეიდერი.
დღეს Brent-ისა და WTI-ის ნავთობის საორიენტაციო ფასები 11 თვის მინიმუმამდე დაეცა.
OPEC+-ის შეხვედრა ვენაში 4 დეკემბერს იგეგმება. გასულ კვირას The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ OPEC ჯგუფის წევრი სახელმწიფოები და მისი მოკავშირეები ამ შეხვედრაზე ნავთობის დღიური მოპოვების 500,000 ბარელამდე გაზრდას განიხილავენ, თუმცა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.