LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა

30 სექ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 65 100 000 ლარად გაიყიდა

კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.

რიგით მერვე აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 65 მილიონი ლარი იყო. 

დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება 76 700 000 ლარია, რომელიც ინვესტორმა შემდეგი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს:

  • 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში
  • 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა
  • 20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა
  • 7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
  • 7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჯამში ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული შვიდი აუქციონი ჩაიშალა. პირველი აუქციონი 2020 წლის 16 ივნისს გამოცხადდა 122 432 000 ლარი საწყისი ღირებულებით, გასულ წელს გამოცხადებულ ბოლო აუქციონზე კი ობიექტი დაახლოებით 40 მილიონი ლარით იაფად იყო გამოტანილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის საწყისი ფასი ასე იცვლებოდა:

  • 16/06/2020 - ₾122 432 000;
  • 16/07/2020 - ₾110 343 600;
  • 03/08/2020 - ₾99 536 040;
  • 15/03/2021 - ₾96 904 512;
  • 21/05/2021 - ₾82 455 450;
  • 11/06/2021 - ₾82 455 450;
  • 05/07/2021 - ₾82 455 450.

საზმაუ ანნა პოლიტკოვსკაიას ქ.N31-ში ახალი შენობას იშენებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 77 მილიონი ლარია, 2020 წელს დაიწყო და დასრულების თარიღად 2023 წლის დეკემბერი სახელდება.