LIVE

5 აგვისტოს პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკება გაიმართება

02 აგვ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 772
5 აგვისტოს პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკება გაიმართება
Sergei Savostynov/AFP/Getty Images

კრემლის ინფორმაციით, 5 აგვისტოს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკების თემა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იქნება. შეხვედრა რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭში გაიმართება. 

მოლაპარაკება შედგება მას შემდეგ, რაც მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით, ოდესის პორტს ტოვებს. უკრაინა გეგმავს ეტაპობრივად გაზარდოს ექსპორტი დღეში არაუმეტეს სამი გემით ყოველი მიმართულებით პირველი ორი კვირის განმავლობაში ახალი უსაფრთხო გადასასვლელი დერეფნების გავლით, რომელიც შეიქმნა 22 ივლისის შეთანხმებით.

წარმატების შემთხვევაში, ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ ტონამდე თვეში ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში, განუცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა Bloomberg TV-ს.

Bloomebrg-ის ორიგინალური სტატია